მიხეილ სააკაშვილი კვლევებისთვის სხვა კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდან“ სამედიცინო კვლევებისთვის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, სააკაშვილს რამდენიმე კვლევა ჩაუტარდა და ისევ უკან, „ვივამედში“ დააბრუნეს.

კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე არ აკონკრეტებს იყო თუ რომელ კლინიკაში გადაიყვანეს სააკაშვილი.

მსგავსი თემები