მიკოლაევის დაბომბვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

რუსი ოკუპანტების მიერ, მიკოლაევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი შვიდამდე გაიზარდა. დაშავდა  1 ადამიანი.

დღეს,  11 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, რუსეთის არმიამ მიკოლაევის ორ საცხოვრებელ უბანს რაკეტა ესროლა. დაბომბვის შედეგად ხუთსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი შესასვლელი მთლიანად განადგურდა.

მომხდარზე გამოძიება უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო.

 

მსგავსი თემები