,,დეოლიგარქიზაციის კანონის მომხრე არ ვართ, საერთოდ არ გვჭირდება”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის მომხრე არ არის, რადგან საერთოდ არ არის საჭირო. მისი თქმით, დეოლიგარქიზაციის ჩანაწერი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს სიტუაციის მეტად ესკალაციისთვის და დაპირისპირების გასაზრდელად.

„ვაპირებ, ამ კანონპროექტის ინიციატორებს, „ქართული ოცნების“ დეპუტატებს კითხვა დავუსვა, ვის აქვს საქართველოში მომეტებული პოლიტიკური გავლენა პოლიტიკურ პროცესებზე და ვის წინააღმდეგ ვიღებთ კანონს. კონკრეტული სახელი და გვარი რომ ითქვას, რადგან პოლიტიკური სექტორი ერთმანეთს აბრალებს, ვის წინააღმდეგ იღებენ ამ კანონს. ჩვენ არ ვართ ამ კანონის მომხრე და მიგვაჩნია, რომ საერთოდ არ გვჭირდება. დეოლიგარქიზაცია საერთოდ არ გვჭირდება, ჩვენ დეპოლარიზაცია გვჭირდება, რომ ერთმანეთთან საუბარი შევძლოთ. დეოლიგარქიზაციის ჩანაწერი არ შეიძლება, გამოყენებული იყოს სიტუაციის მეტად ესკალაციისთვის და დაპირისპირების გასაზრდელად“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები