,,ვაჟა მელაძე გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციური დაწესებულებიდან”- ადვოკატი ”მედიაცენტრ მთავარში”

მიმალვაში მყოფი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, ვაჟა მელაძე ფიქრობს, რომ  გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციური დაწესებულებიდან.

ადვოკატის თქმით, ფინანსური საკითხები ვაჟა მელაძის  პრეროგატივა არ იყო და არ განკარგავდა.

„ის აღნიშნავს, რომ გარედან უფრო მეტს იტყვის, ვიდრე პენიტენციურ სამსახურში მოხვედრის შემთხვევაში. ასე გადაწყვიტა ამ ადამიანმა, ურჩევნია, გარედან ესაუბროს საზოგადოებას. ფინანსური საკითხები მისი პრეროგატივა არ იყო, არც ერთი ტრანზაქცია არ არსებობს, რომ მას ან დირექტორმა ჩაურიცხა ან სხვამ. ყველაფერი მიმართული იყო შპს-კენ, მხოლოდ შპს „მელაძეს“ ჰქონდა ურთიერთობები დაზარალებულებთან. მელაძის მიერ ხდებოდა აღნიშნული კომპანიის გაპიარება, პროდუქციას ის აკეთებდა, ბმა არის, მაგრამ სამართლებრივი არა. იმის გამო, რომ ერთი პირი აპიარებს რაღაც კონკრეტულს, ის დააკავო, სისხლის სამართლის კოდექსითაც გამორიცხულია“, – განაცხადა ალექსანდრე კობაიძემ ”მედიაცენტრ მთავარში”.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ავეჯის მწარმოებელი კომპანია „მელაძის“ მფლობელის, ვაჟა მელაძის მიმართ ძებნა რამდენიმე დღის წინ გამოაცხადა. უწყების ცნობით,  “მელაძის” მფლობელი ბრალდებულია დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე.

ბრალდებული, ავეჯის მწარმოებელი კომპანია “მელაძე” დაზარალებულებს თანამშრომლობას სთავაზობს

მსგავსი თემები