,,ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი და სისტემა უნდა შემოწმდეს”- გაფრთხილება მოსახლეობას

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარე, დავით ნარმანია მოსახლეობას აფრთხილებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი და სისტემა იქნას შემოწმებული.

როგორც დავით ნარმანია აღნიშნავს, თუ რაიმე სახის სუნს იგრძნობს მომხმარებელი ან გაზთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ უწესრიგობაა, აუცილებლად უნდა დარეკონ შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე.

„თბილისი ენერჯი“, „სოკარ ჯორჯია“ და სხვა კომპანიები ახდენენ მომხმარებელთა შემოწმებას. მნიშვნელოვანია, რომ ზამთრის სეზონისთვის ყველა დანადგარი და სისტემა იქნას შემოწმებული და თუ რაიმე სახის სუნს იგრძნობს მომხმარებელი ან გაზთან დაკავშირებით ფიქრობს, რომ უწესრიგობაა, მათ აუცილებლად უნდა დარეკონ შესაბამისი გამანაწილებელი კომპანიის ცხელ ხაზზე და გამოიძახონ ბრიგადები. ხშირია შემთხვევები, როცა არასწორად შეერთებული ან არასათანადო დანადგარი ჩაიხსნება ქსელიდან კომპანიის მხრიდან და მომხმარებლები, სამწუხაროდ, თვითნებურად ახდენენ ამის მიერთებას. თვითნებურად მიერთება კატეგორიულად დაუშვებელია და მოქმედი ტექნიკური რეგლამენტებით არის აკრძალული, პირველ რიგში, ჩვენივე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობისთვის და ასევე, გარშემომყოფთა უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები