,,ხერსონი რუსეთის სუბიექტია” – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსული ჯარების გაყვანა ხერსონიდან დნეპრის მარცხენა სანაპიროზე არ შეცვლის რუსეთის მიერ ანექსირებული ხერსონის რეგიონის სტატუსს.

,,ეს არის რუსეთის ფედერაციის სუბიექტი, ეს სტატუსი არის იურიდიულად განსაზღვრული და დაცული. აქ არანაირი ცვლილება არ არის და არ შეიძლება იყოს”, – განაცხადა პესკოვმა.

მისივე თქმით, კრემლი ხერსონიდან უკან დახევას  დამამცირებლად არ მიიჩნევს.

მსგავსი თემები