,,მარეგულირებელი კომისია დეკემბერში ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა ზრდა მოსალოდნელი არ არის”- დავით ნარმანია ”მედიაცენტრ მთავარში”

,,ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი,”- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ ”მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა.

მისივე თქმით, მარეგულირებელი კომისია დეკემბერი ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს დაადგენს, თუმცა ფასის ზრდა მოსალოდნელი არ არის.

„ზამთრის სეზონი ახლოვდება, შესაბამისად, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი აირის მოხმარება იმატებს. აქედან გამომდინარე, ხშირად ჩნდება ხოლმე კითხვები მომხმარებლებისგან, თუ რატომ მოსდით მათ გაზრდილი გადასახადები. ეს როგორც წესი, მოხმარების ზრდასთან არის დაკავშირებული. მარეგულირებელი კომისია აწარმოებს შესაბამის სტატისტიკას და მინდა გითხრათ, რომ ელექტროენერგიის სექტორში ზაფხულის სეზონთან შედარებით, ზამთრის სეზონში 15-16%-ით მეტია, როგორც წესი, ელექტროენერგიის მოხმარება, ხოლო რაც შეეხება ბუნებრივი აირის მოხმარებას, 5-ჯერ უფრო მეტია ზამთრის პერიოდში. ეს განპირობებულია იმით, რომ ზამთრის სეზონზე ადრე ღამდება, მთელი რიგი დენმიმღებებისა და გაზის გამათბობლების ჩართვა უფრო ადრე ხდება საჭირო, შესაბამისად, მოხმარება უფრო იმატებს, შესაბამისად, დარიცხვის მოცულობა და გადასახდელი თანხის მოცულობაც მოიმატებს. თუ მომხმარებლებს მაინც კითხვები ექნებათ ან ფიქრობენ, რომ ზედმეტი დარიცხვა მოუვიდათ, ასეთ შემთხვევაში მათ შეეძლებათ მიმართონ მარეგულირებელ კომისიას.რაც შეეხება ტარიფებს, ისინი რჩება უცვლელი. ელექტროენერგიის სექტორში აგვისტოში დავადგინეთ ტარიფები და ამ შემოდგომა -ზამთარში იქნება უცვლელი, ბაზის გახსნამდე მოქმედი ტარიფები დავტოვეთ ძალაში. დეკემბერში მარეგულირებელი კომისია დაადგენს ბუნებრივი აირის ახალ ტარიფებს, ვინაიდან მოქმედ ტარიფებს დეკემბრის ბოლოს ეწურება ვადა, თუმცა არსებული კურსის პირობებში, ჩვენ ზრდას ამ ნაწილში არ ველოდებით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ ‘‘მედიაცენტრ მთავარში”.

მსგავსი თემები