,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი  ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა”- ერდოღანი

,,ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა,” – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამარყანდში, თურქულენოვან სახელმწიფოთა ორგანიზაციის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ანკარა მზად არის თურქულენოვან სახელმწიფოებთან აქტიური თანამშრომლობისთვის ყველა მიმართულებით.

„ანკარა დიდი ხანია, ახორციელებს თურქეთის და რეგიონის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის ინიციატივებს. ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ენერგეტიკული ინიციატივაა“, – განაცხადა ერდოღანმა.

 

მსგავსი თემები