აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს  

თეთრი სახლის მრჩევლის (ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში) ჯეიკ სალივანის განაცხადებით, აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების მორიგ პაკეტს გადასცემს. დახმარების შემადგენლობაში მნიშვნელოვან წილ საჰაერო თავდაცვის სისტემები იკავებს.

„აშშ უკრაინისადმი სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადებს, რომელშიც საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვანი სისტემები შევა. მათ შორის ისეთები, როგორიცაა Hawk საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის რაკეტები, ასევე Stinger-ის რაკეტებით აღჭურვილი Avenger-ის სისტემები”, – აცხადებს სალივანი.

მან კიევში ვიზიტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია.

„გასულ კვირას, როდესაც კიევში ვიყავი, საშუალება მქონდა უშუალოდ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და მის გუნდთან განმეხილა კონკრეტულად, რა სჭირდება უკრაინას ბრძოლის ველზე. საჰაერო თავდაცვის გაძლიერება უმთავრეს როლს ითამაშებს უკრაინისთვის  სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის მიერ ფრთოსანი რაკეტებისა და ირანული დრონების გამოყენების ფონზე”, – აღნიშნა თეთრის სახლის წარმომადგენელმა.

 

მსგავსი თემები