„არ მინდოდა, ჩემი სამარცხვინო დიაგნოზის შესახებ ვინმეს გაეგო“ – რა დაავადებებით იტანჯებიან მსოფლიო ვარსკვლავები

„დიახ, მე ვარ ბოპოლარი და მტანჯავს ეს დაავადება“ – ეს მსოფლიო ვარსკვლავის, ცნობილი მსახიობის – კეტრინ ზეტა ჯონსის სიტყვებია. მსახიობს თავიდან უჭირდა აღიარება, რომ დაავადება მისი მეგზური აღმოჩნდა, თუმცა, მოუწია შეგუებოდა და ებძოლა.

ბიპოლარული აშლილობა გულისხმობს ადამიანის განწყობის ცვლილებას პოზიტიურიდან ნეგატიურისკენ და პირიქით. გუნება-განწყობის ცვალებადობა ერთმანეთისგან განსხვავებული ემოციებით (სევდის, დანაღვლიანების, სიხარულის, აღტაცების) ხდება. ასევე, ახასიათებს, ჩაციკვლა, ამოჩემება.

ხშირად, ემოციები მეტისმეტად მკვეთრია, მოულოდნელი, მიზეზების გარეშე და შეუძლებელია ქცევის მართვა.

მსახიობს დაავადება მძიმე სტრესის შემდეგ განუვითარდა. მას შემდეგ, რაც მისი მეუღლის, მაიკლ დუგლასის მძიმე სენის შესახებ შეიტყო.

„მაშინ, როცა მაიკლს ყელის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. ამას ისე განვიცდიდი, დამოუკიდებლად გადაადგილების უნარიც კი დავკარგე. მქონდა პანიკური შიში და მხოლოდ ნეგატივზე ვფიქრობდი. ფსიქიატრიულ კლინიკაშიც კი ვმკურნალობდი. თუმცა, გავიდა დრო და ახლა კარგად ვარ. ყველას მინდა ჰქონდეს იმედი, რომ ბიპოლარული აშლილობა მართვადია და კონტროლს ექვემდებარება. ის ყველა ადამიანს შეიძლება დაემართოს“ – აცხადებს მსახიობი.

იგივე დაავადებით იტანჯება მსოფლიო ვარსკვლავი მერაია ქერიც.  ის საავადმყოფოშიც კი მოხვდა. მაშინ არც კი იცოდა, რომ ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზს დაუსვამდნენ. როგორც თავად აცხადებს, დიაგნოზის შემდეგ იმდენად იყო დამფრთხალი, მკურნალობაზეც კი თქვა უარი. ეშინოდა და 17 წელი დაავადებაზე არც საუბრობდა.

„საზოგადოებაში მდენად დიდი იყო სტიგმა მენტალური პრობლემების შესახებ, რომ შემეშინდა, არ მიდოდა ამ ჩემი სამარცხვინო დიაგნოზის შესახებ ვინმეს რამე სცოდნოდა. ის მთელს ჩემს კარიერაზე იმოქმედებდა და დაანგრევდა. ჩემს საიდუმლოც ვინახავდი“ – აცხადებს ვარსკვლავი.

მან მკურნალობის დაწყება 2018 წელს გადაწყვიტა და ამბობს რომ შედეგიც აქვს.

„გავიგე მეტი ჩემი დაავადების შესახებ, გავაანალიზე ყველფერი და საკუთარ თავს ვუთხარი, დავარწმუნე, რომ ეს ჩემი რეალობაა და უნდა შევეგუო. დავიწყე მკურნალობა. ასევე, გავაგრძელე იმ საქმის კეთება. რაც მიყვარს. არასდროს უნდა დანებდეთ და იბრძოლოთ, მე მაქვს შედეგი და ამას თქვენც შაძლებთ“ – მიმართავს ვარსკვლავი ანალოგიური დაავადების მატარებლებს.

ბიპოლარული აშლილობის ძირითად მიზეზებად სტრესი; ფსიქო-ემოციური გადაღლა და გენეტიკური ფაქტორები სახელდება.

 

მსგავსი თემები