„ვეხმარებით უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას“ – ჯოზეფ ბორელი

„ევროკავშირმა უნდა შექმნას კიბერ თავდაცვის საკოორდინაციო ცენტრი“ – აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი. მისივე შეფასებით, ევროკავშირმა უნდა გაითვალისწინოს კიბერუსაფრთხოების გამოწვევები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უფრო გამძაფრდა.

აღნიშნულ თემაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც  ევროკავშირის სამხედრო მობილობისა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის წარდგენას ეხებოდა.

კიბერგარემო ახალი სტრატეგიული სივრცეა. ეს არის გეო-სტრატეგიული კონკურენციის ადგილი, რომელიც ბრძოლის ველად იქცევა და საზღვრებს არ ცნობს. კიბერ ომი და კიბერშეტევები თანამედროვე ომის განუყოფელი ნაწილი ხდება. სამხედრო შეჭრის დაწყებამდეც კი, რუსეთმა განახორციელა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა, უშუალოდ კიევის დაბომბვით“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.

არსებული საფრთხეებიდან, რისკიდან და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჯოზეფ ბორელი კიბერ თავდაცვის სესტემების გაძლიერებაზე საუბრობს.

„ჩვენი შეთავაზებაა ახალი კიბერთავდაცვის საკოორდინაციო ცენტრის შექმნა. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ შევქმნათ ევროკავშირის კიბერ თავდაცვის უფრო ძლიერი სისტემა უსაფრთხოებისთვის“ – აცხადებს ბორელი.

 

მსგავსი თემები