„რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშაა“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი ხერსონიდან რუსეთის ჯარის გასვლასთან დაკავშირებით მორიგ შეფასებას აკეთებს და აცხადებს, რომ რუსეთის უკან დახევა უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება.

„ნათელია, რომ რუსეთი ახლა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება  და თუ ისინი ხერსონს დატოვებენ, ეს უკრაინის კიდევ ერთი გამარჯვება იქნება”, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა რომში იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მხოლოდ განაცხადი საკმარისი არ არის და ნატო დააკვირდება  ტოვებენ თუ არა რუსი სამხედროები დნეპრის მარჯვენა სანაპიროს. მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მსოფლიომ უნდა მოადუნოს დახმარება უკრაინის მიმართ.

„ნატოს მოკავშირეების, მათ შორის იტალიის, უპრეცედენტო დახმარება ყოველდღიურად ცვლის ვითარებას ბრძოლის ველზე და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რჩება უკრაინის წინსვლისთვის”, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები