ევროკავშირმა უკრაინასთან საგზაო ტრანსპორტის გამარტივების შესახებ შეთანხმება დაამტკიცა

ევროპარლამენტარებმა დაამტკიცეს შეთანხმება, რომელიც ევროკავშირს, უკრაინასა და მოლდოვას შორის ტვირთების გადაზიდვის გამარტივებას გულისხმობს.

აღნიშნული შეთანხმება შესაძლებელს გახდის რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შედეგად შეფერხებული სატვირთო ტრანსპორტის კავშირის აღდგენას.

,,მას შემდეგ, რაც უკრაინის საჰაერო სივრცე დაკეტილია სამოქალაქო მოძრაობისთვის და საზღვაო ექსპორტი მკაცრად შეზღუდულია, უკრაინას უწევს მოძებნა ალტერნატიული საგზაო სატრანსპორტო მარშრუტების მარცვლეულის, საწვავის, სურსათისა და სხვა საქონლის მარაგების ექსპორტისთვის. მოლდოვასაც სჭირდება ალტერნატიული ტრანზიტი.“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი თემები