,,მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში რჩება

სასამართლომ ,,მთავარი არხის” ყოფილი წამყვანი, ლაშა ნაკაიძე პატიმრობაში დატოვა.   თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დასაშვებად ცნო.

არ გაუქმებულა გაუპატიურების მუხლი, რასაც ბრალდებულის ადვოკატი ითხოვდა და აცხადებდა, რომ ნაკაიძეს აღნიშნული დანაშაული არ ჩაუდენია.

ცნობისთვის, პროკურატურამ ნაკაიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

https://mcm.ge/166344/

მსგავსი თემები