,,ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის”- მიხეილ სააკაშვილი

უკრაინაში, ხერსონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეხმიანება. მისი თქმით, რუსეთისთვის ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება.

,,ხერსონის დაცემა არის უდიდესი სამხედრო დამარცხება რუსეთისთვის ავღანეთში წაგების შემდეგ და უდიდესი გამარჯვება უკრაინისა და თავისუფალი სამყაროსთვის. რა თქმა უნდა, ამ გამარჯვებაში გადახდილია უძვირფასესი ფასი – ასეულობით ჩვენი დაღუპული მებრძოლის, მათ შორის ქართველების სიცოცხლე. რუსეთის ყველა პროპაგანდისტს ცხვირპირი ჩამოსტირის. ეს არის ასევე პუტინისთვის უზარმაზარი კატასტროფა.
ძალიან ვამაყობ ჩვენებით!”,-  წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები