,,რუსეთმა 10-ჯერ მეტი ზარალი განიცადა, ვიდრე უკრაინამ” – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსეთს სამხედრო პერსონალის 10-ჯერ მეტი ზარალი აქვს, ვიდრე უკრაინას. მისი თქმით, ზუსტ ციფრებს ვერ ასახელებს, თუმცა ორი ქვეყნის დანაკარგებს შორის „ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა“.

,,როდესაც ჩვენ პარტნიორებს ვთხოვთ საარტილერიო ან ჯავშანტექნიკას, ეს არის არა მხოლოდ იარაღი, არამედ უპირველეს ყოვლისა ჩვენი სამხედროების დაცვა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც უკრინის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ-სა და ევროპის მიერ უკრაინისთვის მიწოდებულმა შეიარაღებამ შეძლო რუსული ჯარების შეტევის „გადატეხვა“.

 

მსგავსი თემები