უკრაინამ ხერსონის მახლობლად 12 დასახლება გაათავისუფლა

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის ინფრომაციით,  9 ნოემბერს ორი მიმართულებით 7 კილომეტრით დაწინაურდნენ და 12 დასახლებული პუნქტი დაიბრუნეს.

მისი თქმით, 1 ოქტომბრიდან, ხერსონის მიმართულებით, უკრაინული ჯარების წინსვლა მტრის თავდაცვის სიღრმეში 36,5 კმ-მდეა. ამ დროის განმავლობაში უკრაინამ შეძლო კონტროლის აღდგენა 41 დასახლებაზე.

ზალუჟნის განცხადებით, ხერსონის მიმართულებით უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს ლოჯისტიკური მარშრუტები და მომარაგების სისტემა, დაარღვიეს მტრის სამეთაურო-კონტროლის სისტემა ამიტომ რუსებს გაქცევის გარდა სხვა გზა არ ჰქონდათ.

 

 

მსგავსი თემები