,,მზად არიან ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი და „ეშმაკსაც კი შეეკრან“- თალაკვაძე ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიაზე

,,ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია და სხვები მზად არიან პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, „ეშმაკსაც კი შეეკრან“,”- ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, მათ აქვთ ერთადერთი მიზანი,  როგორმე, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში ბერკეტის მიღება და ძალაუფლების დაბრუნება.

„ის ფაქტი და განცხადება, რომ ჯაფარიძე, ვაშაძე და ხოშტარია და სხვები მზად არიან პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, „ეშმაკსაც კი შეეკრან“, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა, ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება. ეს არის როგორმე, ნებისმიერი მეთოდით ხელისუფლებაში ბერკეტის მიღება და ძალაუფლების დაბრუნება. რა თქმა უნდა, ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ვინმემ საქართველოში რაიმე არაკონსტიტუციური პროცესი სცადოს. მინდა მათ შევახსენო, რომ ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური წარმატების მიღწევის ერთადერთი გზა არის დემოკრატიული არჩევნები, ჯერჯერობით, ისინი მარცხდებიან ამ წლებში დემოკრატიულ არჩევნებში, ამიტომ, არ უყვართ და ეზიზღებათ არჩევნები, ბოიკოტს უცხადებენ შედეგებს, პარლამენტს, არ მოსწონთ საკრებულოში მუშაობა, არ დადიან სხდომებზე. ეს მიუთითებს მათ დამოკიდებულებაზე, რომ სინამდვილეში ამ ხალხს არა რეალური პოლიტიკა, არა საქმიანი პოლიტიკა, არა დემოკრატია, არამედ ერთადერთი რამ აინტერესებთ, ნებისმიერ ფასად როგორმე დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ამას საზოგადოება არ დაუშვებს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მსგავსი თემები