,,განტევების ვაცად აირჩიეს ნიკა მელია და უნდათ, ყველა წარუმატებლობა მას დაბრალდეს”- იაგო ხვიჩია

,,ნაციონალურ მოძრაობას“ დიდი ხანია, აქვს წარუმატებლობა, კასკადური შეცდომები და ეს ვიღაცას უნდა დაბრალდეს. შესაბამისად, მათ განტევების ვაცად აირჩიეს ნიკა მელია და უნდათ, ყველა წარუმატებლობა, რომელიც შეუძლებელია, ნიკა მელიას ბრალი ყოფილიყო, ახლა ნიკა მელიას დაბრალდეს,”- ამის შესახებ ”გირჩის” ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პარტია, რომელთანაც რამეზე შეთანხმება, მოლაპარაკება და კონსენსუსი შეუძლებელია.

„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ ამ პროცესს ვგულშემატკივრობთ, რათა გავიგოთ, ვინ არის უფროსი „ნაციონალურ მოძრაობაში“ მათთან ელემენტარული კომუნიკაცია რომ შევძლოთ. ახლა არავინ არავის უფროსი არ არის, ყველა ყველას უფროსია და ვერასდროს ვერაფერს ვათანხმებთ. შეიძლება, ვიღაცას ერთ საკითხზე მოელაპარაკო, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრი გამოდის და სხვა რამეს ამბობს. ფაქტობრივად „ნაციონალური მოძრაობა“ გახდა პარტია, რომელთანაც რამეზე შეთანხმება, მოლაპარაკება და კონსენსუსი შეუძლებელია, რადგან მათი წევრები სხვადასხვა რამეს ფიქრობენ და სხვადასხვა რამეს საუბრობენ. ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ პროცესების დამთავრებას ვგულშემატკივრობ, რათა ჩემთვის გასაგები იყოს, ვინ არის უფროსი, ვინ უმცროსი და რა უნდა ამ პარტიას. ჩვენ ვგულშემატკივრობდით „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლას რამდენიმე პარტიად, სადაც იმ ადამიანებთან, რომლებიც დღეს პოლიტიკაში არიან, სხვა ფორმატით მოგვიწევდა ურთიერთობა, მაგრამ ბუნებაში რომ აორთქლდეს და „ნაციონალური მოძრაობა“ ხვალ არ არსებობდეს, ჩვენ ეს არ გვიგულისხმია და რეალური არც არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები