„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს”- იან ლიპავსკი

„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ,”- ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პუტინის საშინელმა აგრესიამ დაგვანახა, რომ ჩვენ უფრო მეტი დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ საქართველოს და ასევე იმ ქვეყნებს, რომლებზეც გავლენა მოახდინა პუტინის აგრესიამ, საქართველოსა და უკრაინას, რომლებიც მიისწრაფიან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. აღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ განვიხილეთ სიტუაცია აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში – სეპარატისტულ რეგიონებში, რომლებსაც ჩვენ მივიჩნევთ საქართველოს განუყოფელ ნაწილად. მინდა, კიდევ ერთხელ ურყევი მხარდაჭერა გამოვთქვა საქართველოს ტერიტორიული ერთიანობისადმი. ჩვენ შეიძლება, ნებისმიერ სცენარს მოველოდოთ რუსეთისგან და ამიტომ მნიშვნელოვანია საქართველოს მხარდაჭერა, რომ ყველა პარტნიორმა ყურადღება გაამახვილოს საქართველოს მედეგობაზე და თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაზე“, – განაცხადა იან ლიპავსკიმ.

მისივე თქმით, ჩეხეთი მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას ევროკავშირისა და ევროატლანტიკური სტრუქტურების მიმართულებით მოძრაობაში.

მსგავსი თემები