,,რუსეთი უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა”- მარია ზახაროვა

,,რუსეთი, არსებული რეალობის გათვალისწინებით, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის მზადაა”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. მისი თქმით, რუსეთს მოლაპარაკებებზე უარი არასდროს უთქვამს.

,,რუსეთის მზაობა მოლაპარაკებებისადმი კვლავ არსებობს, ხაზგასმით ვამბობ, რომ უცვლელია. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენმა “პარტნიორებმა” მორიგ ჯერზე გაიაზრონ, ჩვენ კვლავ ღია ვართ მოლაპარაკებისთვის, მასზე უარი არასდროს გვითქვამს. მზად ვართ მოლაპარაკებების გასამართად, ცხადია, არსებული რეალობის გათვალისწინებით, რომელიც ახლა ვითარდება”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

მსგავსი თემები