„რუსული ძალები არ ტოვებს ხერსონს, ის უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა“ – არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთი ხერსონს საკუთარი სურვილით კი არ ტოვებს, ის უკრაინულმა არმიამ გააძევა.

„რუსეთის არმია არ ტოვებს ხერსონს, ის ხერსონიდან უკრაინის თავდაცვის ძალებმა გააძევა. ნოკაუტში ჩააგდეს მძიმე ბრძოლით, დანაკარგებით, მტრის თავდაცვის მეთოდური გამოფიტვით, მძიმე და სისხლიანი სამხედრო შრომით. ძვირფასო ხერსონელებო, აქ ვართ, დავბრუნდით. ასე რომ, თქვენც ბრუნდებით. კეთილი იყოს, თქვენი სახლში დაბრუნება“, – აცხადებს არესტოვიჩი.

მისი თქმით, შეტაკებები მარჯვენა სანაპიროზე გარკვეული პერიოდი გაგრძელდება, თუმცა, ამის შემდეგ კი დადგება რთული პერიოდი სტაბილიზაციის ზომებისთვის.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

 

მსგავსი თემები