„მაგთიკომი“ მომხმარებლებს ახალ გადასახადს უწესებს, რომელიც დღეიდან ძალაშია

“მაგთიკომის” აბონენტები დღეიდან ნომრის საფასურს 1 ლარს გადაიხდიან.

„მაგთიკომის“ აბონენტებისთვის ნომრის მომსახურების საფასური დღეიდან ამოქმედდა. 180 დღეზე გადასახადი ერთ ლარს შეადგენს. თანხა ნომრის ანგარიშიდან ავტომატურად ჩამოიჭრება.

როგორც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში აცხადებენ,
ტარიფების ზრდის შეჩერებასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ, 14 თებერვალს მიღებული გადაწყვეტილება, ნომრის მომსახურების საფასურზე არ გავრცელდა.

კომისიამ შეაჩერა „მაგთიკომის“ პაკეტების ღირებულების გაზრდა. ასევე, კომპანიას დაავალა, არსებული 25-ლარიანი ულიმიტო პაკეტი ძალაში დატოვოს.

მსგავსი თემები