რუსული არმიის მხრიდან უკრაინის დატოვების გადაწყვეტილებას ნატო-ს გენერალური მდივანი აფასებს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ბრძანებასთან დაკავშირებით განცხადებას იენს სტოლტენბერგიც აკეთებს. როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, ჯარების გასვლის გადაწყვეტილება გმირი უკრაინელი მებრძოლების დამსახურებაა.

„გამამხნევებელია იმის ხილვა, რომ უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაეთავისუფლებინა ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილი. ჩვენ მოვისმინეთ განცხადება, მაგრამ,  დაველოდებით და ვნახავთ, რა მოხდება რეალურად ადგილზე. რაც ვიცით, არის ის, რომ რუსეთი ჯერ კიევის გარშემო ჩრდილოეთიდან განდევნეს, შემდეგ ხარკოვის გარშემო აღმოსავლეთიდან და ახლა ვხედავთ, როგორ ახერხებენ უკრაინელები, ნელ-ნელა უკან დაახევინონ სამხრეთში, ხერსონის გარშემო. უკრაინის შეიარაღებული ძალების გამარჯვებები, მიღწევები ეკუთვნის მამაც, გაბედულ უკრაინელ ჯარისკაცებს. ასევე, მნიშვნელოვანია ის მხარდაჭერა, რომელსაც ისინი იღებენ გაერთიანებული სამეფოსგან, ნატო-ს მოკავშირეებისა და პარტნიორებისგან“, – აცხადებს  იენს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანებით, რუსეთს ხერსონიდან შეიარაღებული ძალები გაჰყავს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა

მსგავსი თემები