,,კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან”- გია ვოლსკი ე.წ. ”ქონცენტრების საქმეზე”

„ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა, რომ ქოლცენტრების თემა „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, უკავშირდებოდეს, მაგრამ საპირისპირო სურათი გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან.

„ამასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებები უადგილოა, მაგრამ ფაქტია, რომ დანაშაულების საკმაოდ დიდი მასშტაბია. მსოფლიოს დონეზე არის ჩართული სამართალდამცავი და სპეციალური სტრუქტურები. ევროპული ქვეყნების სამართალდამცველებთან ერთად, ქართველებმაც იმუშავეს და გამოაჩინეს საკმაოდ მძლავრი ქსელი. გულდასაწყვეტია, რომ ამ ქსელის მნიშვნელოვანი ნაწილი არის საქართველოში აღმოჩენილი. არის საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან. რასაკვირველია, ყველაფერს გამოძიება დაადგენს, მაგრამ უკვე ფაქტია, რომ უამრავი დაზარალებულია. ფაქტია ისიც, რომ „ნაცმოძრაობის“ ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელიც დაკავშირებულია კეზერაშვილთან და მის ფინანსურ რესურსებთან, წინმსწრებ განცხადებებს აკეთებდა ადრეც და დღესაც აკეთებს იმასთან დაკავშირებით, რომ ეს თემა როგორღაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება, უკავშირდებოდეს, მაგრამ საპირისპირო სურათი გვაქვს დღეისთვის“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

,,კონკრეტული ცნობილი პირები შესაძლოა, დაკავშირებულნი იყვნენ ამ დანაშაულებრივ სქემასთან”- გია ვოლსკი ე.წ. ”ქონცენტრების საქმეზე” – (mcm.ge)

მსგავსი თემები