,,არ ვიქცევით ევროპელებივით, არ ვამბობთ უარს ცუდ ზნე-ჩვეულებებზე, ამის გამო გვეუბნებიან ევროპაში შესვლაზე უარს”- იაგო ხვიჩია

,,ჩვენ ფიზიკურად არ ვიქცევით ევროპელებივით, არ ვამბობთ უარს იმ ცუდ ზნე-ჩვეულებებზე, განსაკუთრებით მმართველობასთან დაკავშირებით, რომელიც ისტორიულად მოგვდგამს და ამის გამო გვეუბნებიან ევროპაში შესვლაზე უარს,”– ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ არ შეიმჩნია, რას ითხოვს ევროკავშირი, ამიტომ ახლა ეს ამ ანგარიშით „დაუმარცვლეს“.

„საქართველოს მთავრობას როდესაც უთხრეს, დეოლიგარქიზაცაზე რომლის მიზანი, როგორც დაზუსტდა, ყოფილა ერთპიროვნული მმართველობის შესუსტება და შეჩერება, ეს არ შეიმჩნია „ქართულმა ოცნებამ“. პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც თითქმის ყველას შეეხებოდა, ვისაც ფული აქვს, გარდა ბიძინა ივანიშვილისა, შესაბამისად, იმათ თავი იგრძნეს შეურაცხყოფილად, ამიტომ დაუმარცვლეს და დამარცვლით მიაწოდეს ეს ინფორმაცია საქართველოს მთავრობას. რაც უფრო ხშირად მოიტყუებ და გაისულელებ თავს, თითქოს შენ არ გეხება ეს რაღაცები, რაც გარანტირებულად შენ გეხება, მით უფრო გასაგებად დაგიმარცვლავენ და ისე გეტყვიან ამას. სრულიად ბუნებრივი პროცესია,”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

მსგავსი თემები