ნატო-ს შემდეგი სამიტი ლიეტუვაში 11-12 ივლისს გაიმართება

ნატო-ს შემდეგი სამიტი ვილნიუსში, 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება. გენერალურმა მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტი იქნება შესაძლებლობა ალიანსის წევრი ქვეყნებისთვის თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდის გადასახედად.

,,ჩვენ გვაქვს ყველაზე რთული და არაპროგნოზირებადი უსაფრთხოების გარემო ცივი ომის შემდეგ. ვილნიუსში შეხვედრა იქნება შესაძლებლობა მოკავშირე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებისთვის, შეთანხმდნენ შემდგომ ნაბიჯებზე ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად და გადახედონ თავდაცვის ხარჯების მნიშვნელოვან ზრდას, ასევე გავაგრძელოთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ”, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

მსგავსი თემები