,,დასავლეთი საქართველოს “მეორე ფრონტის” გახსნისკენ უბიძგებს”- სერგეი შამბა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი სერგეი შამბა მიიჩნევს, რომ დასავლეთი საქართველოს “მეორე ფრონტის” გახსნისკენ უბიძგებს.

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთის ფედერაციისადმი ერთგულების დემონსტრირება და აფხაზეთის შიგნით ერთიანობის გაძლიერება.

,,რეგიონში სიტუაციის გამწვავების საშიშროება არსებობს, რადგან დასავლეთი საქართველოს უბიძგებს აფხაზეთში “მეორე ფრონტის” გახსნისკენ. დღეს ჩვენ გვაქვს სტრატეგიული ალიანსი რუსეთთან, რომელიც იცავს ჩვენს ინტერესებს”,- განაცხადა შამბამ.

 

მსგავსი თემები