ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

დოკუმენტში, რომელი დღეს ევროპარლამენტარებმა მიიღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც მოხვდა.  ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული ანგარიშის კომპრომისული ცვლილებების დოკუმენტში საუბარია, რომ გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი.

ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას უფლება, გაიაროს სათანადო მკურნალობა საზღვარგარეთ ჰუმანიტარულ ნიადაგზე და შემცირდეს პოლარიზაცია.

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა, საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი 47 ხმით დღეს დაუჭირა.

ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, პოლიტიკურად მოტივირებული სს საქმეები შეწყვიტოს

მსგავსი თემები