ევროპარლამენტი საქართველოს მოუწოდებს, პოლიტიკურად მოტივირებული სს საქმეები შეწყვიტოს

ევროპარლამენტის მიერ დღეს მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებში ნიკა გვარამიას სახელი და გვარის მოხვდა. ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ, შეწყვიტოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეები.

საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშში მიღებულ კომპრომისულ ცვლილებებში ნახსენებია ტელეკომპანია „მთავარის“ დირექტორი ნიკა გვარამია. უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში საუბარია, რომ გადაიხედოს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეები მედიის მუშაკებისა და ხელისუფლების მიმართ კრიტიკული მედია საშუალებების მფლობელების ან ახლო ოჯახის წევრების წინააღმდეგ;

ასევე, ნასხენებია სხვა მედიასაშუალებები – „ფორმულა“ და „პირველი TV“-ს დირექტორები და დამფუძნებლები.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს კომპრომისული შესწორებებით მხარი დღეს დაუჭირა.

 

მსგავსი თემები