ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა ლუგანსკის რაიონის სოფელ დიბროვაში, ოკუპანტების საწვავის საცავი ააფეთქეს.
,,უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ქვეითთა 140-ე ცალკეული სადაზვერვო ბატალიონის საარტილერიო დარტყმის შედეგად განადგურდა საწვავის და საპოხი მასალების რუსული საწყობი” – წერს გაიდაი.