,,გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე”- ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ანგარიში

ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა. ანგარიშში “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შესახებაცაა საუბარი.

„გადაიხედოს ნიკა გვარამიას საქმე და გამოთქმულია მოლოდინი, რომ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ევროკავშირის წარმომადგენლობა ადგილზე გააგრძელებს პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებთან დაკავშირებული ყველა სასამართლო პროცესის მონიტორინგს“,- ნათქვამია შესწორებაში.

აღნიშნული ანგარიშს  მხარი დაუჭირა 47 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო ხუთი, ორმა კი თავი შეიკავა.

 

მსგავსი თემები