თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო

თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზის განცხადებით, თურქეთმა რუსული გაზისთვის გადახდა ნაწილობრივად რუბლებით დაიწყო.

,,ვაჭრობა ნაწილობრივად რუბლებში დაიწყო. უახლოეს თვეებში გარკვეულ ინტენსიფიკაციას დავინახავთ. ამ საკითხთან დაკავშირებით ორივე მხრიდან არსებობს კონსენსუსი”, – აღნიშნა დონმეზმა.

მისი თქმით, თურქეთი ცდილობს ძლიერი გლობალური ენერგეტიკული ჰაბი გახდეს.

“მიზანია შევქმნათ გამჭვირვალე, უსაფრთხო ბაზრობა, სადაც ყველას შეეძლება მოგებაში დარჩეს. ამისთვის ვემზადებით. წლის ბოლომდე ჩვენს საგზაო რუკას შევადგენთ. შესაძლოა, იანვარ-თებერვალში გაზის საერთაშორისო კონფერენციის ორგანიზებით შევკრებთ როგორც მიმწოდებელ ქვეყნებს, ასევე მომხმარებელ ქვეყნებს, შევკრებთ აზრებსა და იდეებს, რომლებიც საჭიროა ასეთი ბაზრობის მუშაობისთვის”, – განაცხადა  მინისტრმა.

მსგავსი თემები