ბესელია-ფოფხაძის სასარგებლოდ უმრავლესობას 7 დეპუტატი დატოვებს?!

დეპუტატ დავით ჭიჭინაძის განცხადებით, საპარლამენტო უმცირესობა, სავარაუდოდ, 7 დეპუტატი დატოვებს და უმრავლესობას დაიშლება.

როგორც დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავარს” განუცხადა, დეპუტატები, რომლებიც, სავარაუდოდ, უმრავლესობას დატოვებენ ბესელია-ფოფხაძის გვერდით მოიაზრებიან. მისი თქმით, მოვლენები განვითარდება იმის მიხედვით, თუ როგორ წარიმართება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის საკითხი.

“ვვარაუდობ რომ 7 დეპუტატი დატოვებს უმრავლესობას და ფაქტიურად, უმცირესობა დაიშლება. რა მოვლენებიც ვითარდება მოსამართლეთა კანონთან მიმართებაში და რასაც ვუყურებთ ეს წყალგამყოფია. ეს ადამიანები ბესელია-ფოფხაძის გვერდით მოიაზრებიან, მაგრამ ისინი ჯერჯერობით უმრავლესობის შემადგენლობაში არიან, ” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

დავით ჭიჭინაძე არ გამორიცხავს, რომ უმრავლესობის დატოვების შემდეგ ამ ადამიანებმა ფრაქცია შემქმნან.

“პოლიტიკური ბრძოლის რა გზას აირჩევენ, ეს მერე გამოჩნდება. ვფიქრობ, ფრაქციაც უნდა შეიქმნას. ფრაქცია არის პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენელი. პარტია ქმნის ფრაქიას, პოლიტიკური ცხოვრება დინამიურია, მათ შორის პარტიის შექმნაც. არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება,” – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ “მედიაცენტრ მთავართან”.

მსგავსი თემები