,,არავინ გამოგვრჩეს“ – ეს არის გაეროს პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში”- პრემიერი

,,გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ყველა წევრი სახელმწიფოს სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობა, სუვერენული თანასწორობა და ღირსების პატივისცემა არის თავად გაეროს და ამ ორგანოს მუშაობის ფუნდამენტური პრინციპი. „არავინ გამოგვრჩეს“ –   ეს  არის პრინციპი და ის ასახულია 2030 წლისთვის გაწერილი მდგრადი განვითარების დღის წესრიგში. ამიტომ, ხსენებული ორგანოების წევრობის საფუძველზე, სამართლიანი გეოგრაფიული წარმომადგენლობის მიზნის მიღწევა რჩება ჩვენს ერთ-ერთ უმაღლეს პრიორიტეტად ამ კონფერენციის ფარგლებშიც,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შარმ-ელ შეიხში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 27-ე კონფერენციაზე კლიმატის ცვლილების შესახებ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა კოლეგებს მოუწოდა, 27-ე კონფერენციის შედეგების სწრაფ მოქმედებებში გარდაქმნისკენ.

„დასკვნის სახით, ჩემო მეგობრებო, მინდა, მოვუწოდო და შევახსენო ყველა ჩვენს კოლეგას, რომ წარმატების მიღწევა მარტო შეუძლებელია. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ შედეგის მიღწევას. მოდით, ერთად გარდავქმნათ დაინტერესებულ წრეთა და მხარეთა 27-ე კონფერენციის შედეგები სწრაფ ქმედებებში, კლიმატის გადასარჩენად. გმადლობთ!,“- აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები