ილონ მასკი ირიბად პოლიტიკაში ერთვება და ამომრჩევლებს მიმართავს

ილონ მასკი პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამომრჩევლებს ურჩევს, ვის მისცენ შუალედურ არჩევნებში ხმა. მისი განცხადებით, ამომრჩევლებმა მხარდაჭერა „რესპუბლიკელებს“ უნდა გამოუცხადონ.

„დამოუკიდებელ ამომრჩევლებს: გაზიარებული ძალაუფლება აკავებს ორივე პარტიის ყველაზე ცუდ ექსცესებს. ამიტომ, მე გირჩევთ, ხმა მისცეთ „რესპუბლიკურ კონგრესს“ იმის გათვალისწინებით, რომ პრეზიდენტი დემოკრატია. მყარი „დემოკრატები“ ან „რესპუბლიკელები“ არასდროს აძლევენ ხმას მეორე მხარეს, ამიტომ, დამოუკიდებელი ამომრჩევლები არიან ისინი, ვინც სინამდვილეში წყვეტს, ვინ იქნება პასუხისმგებელი“, – ასეთია ილონ მასკის გზავნილი.

აშშ-ში კონგრესის შუალედური არჩევნები ხვალ, 8 ნოემბერს იმართება.

 

მსგავსი თემები