64% ნატოში გაწევრიანებას მტკიცედ ეთანხმება

„ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (IRI) კვლევით, საქართველოს „ნატო“-ში გაწევრიანებას გამოკითხულთა 64% მტკიცედ ემხრობა; 14% – გარკვეულწილად ემხრობა; 5% –  გარკვეულწილად ეწინააღმდეგება; 12% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება; 5% – კი კითხვას ვერ პასუხობს.

ადრინდელ გამოკითხვასთან შედარებით, „ნატო“-ში გაწევრიანების მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილის 4%-ით.

კვლევის შედეგები დღეს გამოაქვეყნა. კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1 500 რესპონდენტს.

მსგავსი თემები