გამოკითხულთა 34% ვადამდელ არჩევნებს არ ემხრობა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 34% მხარს არ უჭერს ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

·         34% – ცალსახად მხარს უჭერს

·         34%- ცალსახად ეწინააღმდეგება

·         18%- გარკვეულწილად მხარს უჭერს

·         8%- გარკვეულწილად ეწინააღმდეგება

·         6%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა

ამავე კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ გამოკითხული მხარდამჭერთა 65% ცალსახად მხარს უჭერს საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, მაშინ როცა „ქართული ოცნების“ გამოკითხული მხარდამჭერების 68% აღნიშნულს ცალსახად ეწინააღმდეგება.

კითხვაზე, მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით საქართველოში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის შესახებ ოპოზიციის მოთხოვნას, პარტიების პრეფერენციის მიხედვით გამოკითხულ მოქალაქეთა პასუხები შემდეგია:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია“:

• 65% – ცალსახად მხარს უჭერს;

• 23% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;

• 2% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;

• 7% – ცალსახად ეწინააღმდეგება;

• 3%- არ ვიცი / პასუხი არ გასცა;

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ :

• 7%- ცალსახად მხარს უჭერს;

• 11% – გარკვეულწილად მხარს უჭერს;

• 11% – გარკვეულწილად ეწინააღმდეგება;

• 68%- ცალსახად ეწინააღმდეგება;

• 3% – არ ვიცი / პასუხი არ გასცა;

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი – 2 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მსგავსი თემები