„დრო იწურება, ჩვენი სიცოცხლის ბრძოლაში ვართ და ვმარცხდებით“ – ანტნიო გუტერეში

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის განცხადებით, დრო იწურება, ჩვენ ჩვენი სიცოცხლის ბრძოლაში ვართ. აღნიშნული გზავნილი გაეროს გენერალურმა მდივანმა ეგვიპტეში, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციაზე, მსოფლიო ლიდერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააჟღერა.

მისი თქმით, მსოფლიო „კლიმატური ჯოჯოხეთის“ გზატკეცილზეა შემდგარი.

„კაცობრიობამ უნდა ითანამშრომლოს ან დაიღუპოს. ჩვენ კლიმატური ჯოჯოხეთის გზატკეცილზე ვართ შემდგარი  და ფეხი,  ჯერ კიდევ, აქსელერატორზე (სპეციალური პედალი) გვაქვს მიბჯენილი. სათბურის აირების გამონაბოლქვი ზრდას განაგრძობს, გლობალური ტემპერატურა მატულობს და ჩვენი პლანეტა სწრაფად უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც კლიმატურ ქაოსს შეუქცევადს გახდის“, – აღნიშნა გენერალურმა მდივანმა.

მან უკრაინის თემაც ახსენა და აღნიშნა, რომ ამ ომმა მნიშვნელოვანი, დრამატული გავლენა მოახდინა მთელ მსოფლიოზე.

 

მსგავსი თემები