,,დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას”- არჩილ თალაკვაძე

,,სახელმწიფოში დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

,,ევროინტეგრაცია ნიშნავს კანონის უზენაესობას და ასევე იმას, რომ სახელმწიფოში დანაშაულის ჩადენის შემდეგ არავინ არ უნდა ამოეფაროს ჟურნალისტებს, ან პოლიტიკურ პარტიას. კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ეს არის ევროპის ფუნდამენტური პრინციპი.  მინდა, გაგახსენოთ ქალბატონი პრეზიდენტის კომენტარი, როცა შეწყალებაზე კითხვა დაუსვეს, მან განაცხადა, რომ არ აპირებს შეწყალებას – განაცხადა  არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე ევროპარლამენტარემა ღია წერილით მიმართეს, ისინი სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებენ.

 

მსგავსი თემები