,,არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს – ოლიგარქი”- გია ვოლსკი

,,ევროპარლამენტის რეზოლუციაში უტიფარი შესწორებებია შეთავაზებული: არ შეიძლება ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეცენატს – ოლიგარქი,”- ასე ეხმიანება პარლამენტის ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ მორიგ მკაცრ რეზოლუციას ამზადებს.

მისი თქმით, ”ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ქვეყნის საგარეო პოლიტიკას”.

„ასეთი უტიფარი კომენტარის გამკეთებელი და მითუმეტეს, ადამიანების ჯგუფი, რომელიც სთავაზობს ასეთ უტიფარ ფორმულირებას ევროპარლამენტს რეზოლუციაში, არ უფიქრდება მთავარ გარემოებებს, რომელიც საქართველოშია შექმნილი. პირველი ის, რომ რეალობა სხვა არის და არ შეიძლება ერთი მხრივ ბიუჯეტის ქურდს უწოდო მედია მენეჯერი და მეორე მხრივ, ადამიანს, რომელიც მეცენატია ყველა თავის ნიშნით, უწოდო ოლიგარქი.

ეს იმდენად აშკარაა საზოგადოებისთვის, რომ მთავარ საფრთხეს უქმნის ჩვენს საგარეო პოლიტიკას, საგარეო პოლიტიკასთან მიმართებაში, რა პოზიციაც აქვს სახელმწიფოს, მთავრობას, ევროინტეგრაციის პროცესს. ეჭვის ქვეშ აყენებს ამ მიმართულებას, დისკრედიტაციას უკეთებს თავად ევროპის შინაარსს, არსს, დემოკრატიულობას. ვფიქრობ, საზოგადოებას უნდა შევახსენოთ, რომ კუბილიუსი და მისი პრემიერობის დროს, თავდაცვის მინისტრი იუკნევიჩიანე არ არის ევროპარლამენტი, არ არის ევროდამოკიდებულება და ევროპის სტანდარტი, რომელსაც შეიძლება შეფასება მივცეთ ამ რაკურსით. ეს შეხსენებები ხშირად უნდა გავაკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი საგარეო კურსი საზოგადოებაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. კიდევ არის გარკვეული შესწორებები შეთავაზებული, რომელსაც ვერ უწოდებ უსაფუძვლოს, ეს არის უტიფარი ფორმულირებები, რომელიც უნდათ, რომ ამ რეზოლუციაში მოხვდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მსგავსი თემები