,,ეს არის სპეკულაცია”- ალექსანდრე დარახველიძე შსს-დან პოლიციელების მასობრივად გადინებაზე

შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ინფორმაცია, რომ შსს-დან პოლიციელების მასობრივად გადინება ხდება, სპეკულაციაა.

,,ეს არის სპეკულაცია. შსს-ში მუშაობს 40 ათასი ადამიანი და ნებისმიერ უწყებაში ხდება თანამშრომლების წასვლა და ახალი თანამშრონლებიც მიღება, თუმცა, რატომღაც გარკვეული ტელევიზიების და პოლიტიკური პარტიების მხრიდან ეს იქნა სპეკულაციად გამოყენებული. არანაირი სტატისტიკური მაჩვენებელი გაზრდილი არ არის, რაც ყოველწლიურად ხდებოდა თანამშრომლების ცვალებადობა, იგივეა დღეს, უბრალოდ ამაზე სპეკულაცია ხდება სამწუხაროდ”,- განაცხადა დარახველიძემ.

მსგავსი თემები