რუსი სამხედროები ხერსონში ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებიან – უკრაინის გენშტაბი

ოკუპირებულ ხერსონში რუსი სამხედროები სამოქალაქო ფორმას იცვამენ, იკავებენ მშვიდობიანი მოქალაქეების კუთვნილ შენობებს და ამაგრებენ პოზიციებს, რათა ქუჩის ბრძოლები აწარმოონ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.

„რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტები გეგმავენ, ქალაქში გადაიღონ ვიდეომასალა, თუ როგორ ანადგურებენ მშვიდობიან მოქალაქეებს უკრაინის თავდაცვის ძალები“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.

მათივე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში რუსებმა 530 სამხედრო მოსამსახურე დაკარგეს. რუსებს ყველაზე დიდი დანაკარგი ლიმანის, ბახმუტისა და ავდეევკის მიმართულებით აქვთ.

მსგავსი თემები