,,როგორ გეკადრებათ, საქართველოში ტყის გასხვისება არ ხდება”- ლევან დავითაშვილი

,,ეს მორიგი ცრუ ინფორმაციაა. როგორ გეკადრებათ, საქართველოში ტყის გასხვისება არ ხდება,”- ამის შესახებ ეკონომიკისა დამდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მინისტრმა უპასუხა კითხვას, რომლის თანახმად, ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ ტყის მასივი გადაიფორმა, მაგრამ გადაფორმებამდე 25 მეტრის სიმაღლეზე შემოღობა.

„ასე რომ თქვენი ინფორმაცია სიმართლეს ნამდვილად არ შეეფერება. თუ რაიმე უფრო სხვა, კონკრეტული კითხვა არსებობს, დააზუსტეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, ტყის გასხვისება ანუ მისი განკერძოება არ ხდება.

„თუ კონფერენციის ჩაშლა გსურთ… კიდევ ერთხელ გიპასუხებთ, რომ საზოგადოებამ მკაფიოდ გაიგოს, თქვენი ინფორმაცია არ არის მართებული, მართალი – სიცრუეა. საქართველოში დღევანდელი კანონმდებლობით ტყის ფონდის გასხვისება, განკერძოება არ ხდება. შეიძლება მოხდეს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, როდესაც მთავრობა იღებს გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში, ასეთი რამ არ ხდება- არ ხდება განკერძოება, არ ხდება გასხვისება.

რაც შეეხება იჯარასთან დაკავშირებით, დიახ, გარკვეული მიზნებით საქართველოს ტყის ფონდის იჯარით გადაცემა შესაძლებელია და დარწმუნებული ვარ, რომ ესეც მოხდა კანონმდებლობის შესაბამისად და სრული დაცვით. მეორე – თქვენ რასაც ბრძანებთ, რომ თუ რამე სამუშაო დაიწყო, ვინმეს უნდა მოეხდინა რეაგირება, ასეთ შემთხვევაში უნდა გაარკვიოთ და შესაბამის უწყებებს დაუსვათ ეს კითხვა და არა მთავრობის წარმომადგენლებს – იყო თუ არა კონკრეტული შეტყობინება იმ საზედამხედველო სამსახურებში დავუშვათ არამართებული სამუშაოების წარმოების შესახებ, მოხდა თუ არა რეაგირება და ა.შ.“- აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები