„არ შემიძლია უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად, ეს არ არის საბაბი“ – ნელი დოროყაშვილის მორიგი მიმართვა

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი დოროყაშვილი სოციალური ქსელით მორიგ მიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ თავს არ გრძნობს კარგად. მისივე თქმით ამის მიუხედავად, გაქრობას არ აპირებს.

„ბოლო რამდენიმე კვირა იყო განსაკუთრებულად რთული. მოვახერხე დაბრუნება და ჩემი სოციალური ქსელი ისევ აქტიური გავხადე. მე მაქვს ჩემი პასუხისმგებლობები საერთაშორისო ბრენდებთან, სააგენტოებთან და პარტნიორებთან. მე მაქვს პასუხისმგებლობა თქვენთან, ჩემს თითქმის 400 ათას გამომწერთან, მე არ შემიძლია უბრალოდ გავქრე იმის გამო, რომ თავს არ ვგრძნობ კარგად, ეს არ არის საბაბი…

მანამდეც ვცდილობდი დამეპოსტა ნაკლები სიხშირით, იმისათვის, რომ ამას არ ჰქონოდა რაიმე გავლენა მიმდინარე სასამართლო პროცესზე, თუმცა როგორც ჩანს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. უფრო მეტიც ვფიქრობ, ამის გამო არასწორია კარიერის, კონტრაქტების და გადაღებების გაჩერება.  მაგრამ ახლა მე დავბრუნდი, უფრო მეტი აქტიურობით“, – აცხადებს დოროყაშვილი.

შეგახსენებთ, რომ სასამართლო პროცესი ნელი დოროყაშილის მარცხით დასრულდა. საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი სრულად გაამართლა.

 

მსგავსი თემები