„ის ეტლი დასჭირდეს მას… ფორთხვით იაროს მიწაზე“ – მანანა არჩვაძე-გამსახურდიას წყევლა

დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე გამსახურდია კოლხურ კოშკში ისევ ვერ ბრუნდება. აღნიშნულის მიზეზი კი მისი დედა, მანანა გამსახურდიაა, რომელმაც შვილის ავადმყოფობის პერიოდში კოშკის ჭიშკრის საკეტი შეცვალა და მის მეტი კოშკში ვერავინ შედის.

რაც შეეხება ცოტნე გამსახურდია, რომელიც მძიმედ დაჭრეს, რეაბილიტაციას ამჟამად წეროვანში, სარეაბილიტაციო ცენტრში გადის. მის მკურნალობა-რეაბილიტაციას სახელმწიფო აფინანსებს. უფრო მეტიც, თავდაცვის სამინისტროს თითქმის 12 თვიანი მოლაპარაკება დასჭირდა გერმანულ მხარესთან, რომ ცეტნესთვის სპეციალური ეტლი დაემზადებინათ, რომელიც მას რეაბილიტაციასა და მოძრაობის ხელახლა სწავლაში ეხმარება.

მადლობის სანაცვლოდ კი, მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მტავრობის სხვა წევრები, მანანა არჩვაძე-გამსახურდიასგან წყევლა-კრულვას ყოველდღიურ რეჟიმში იღებენ.

„ის ეტლი მოხმარდეს მას და იმაზე უარესი, რომ ეტლიც არ დასჭირდეს. ფორთხვით იაროს მიწაზე“, – ასე წყევლის მანანა არჩვაძე-გამსახურდია მინისტრს ბურჭულაძეს ცოტნესთვის ეტლის დამზადების გამო.

მიზეზი კი ის არის, რომ ცოტნე გამსახურდიას დედა ამტკიცებს, რომ ცენტრში მის შვილს წამლავენ, ცუდად უვლიან და ცოტნეს მისთვის  „გადაცემას“ ითხოვს.

სპეციალურად ცოტნესთვის დამზადებულ მრავალფუნქციურ ეტლთან დაკავშირებით მოკლე განცხადებას კონსტანტინე (კოკო) გამსახურდიაც აკეთებს და ამბობს, რომ მადლობის მეტი არაფერი ეთქმის.

„ეს მრა­ვალ­ფუნ­ქცი­უ­რი ეტლი მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში მზად­დე­ბა. უღრმესი მად­ლო­ბა ბა­ტო­ნო ჯუ­ან­შერს, ასე­ვე თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და ჩვე­ნი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი უწყე­ბის ყვე­ლა წარ­მო­მად­გე­ნელს, რომ­ლე­ბიც ჩარ­თუ­ლე­ბი იყ­ვნენ ამ ეტ­ლის შე­ძე­ნა­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში გად­მოგ­ზავ­ნა­ში” – ამბობს კონსტანტინე გამსახურდია.

მინისტრს და მთავრობას დახმარებისთვის მადლობას ცოტნე გამსახურდიას ძმა, გიორგი გამსახურდიაც უხდის.

მანანა არჩვაძე-გამსხურდიას არაერთი სარჩელი აქვს სასამართლოში შეტანილი, სადაც, ხან ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს, ხან შვილს – გიორგი გამსახურდია, ხან ვის და ხანაც – ვის უჩივის.

მსგავსი თემები