იტალიაში, კერძოდ კი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენში მყოფი შვიდივე ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულთა შორის ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი სლოვენიელები იყვნენ, ტურისტების ოჯახი, ცოლ-ქმარი და შვილები.
ასევე, დაღუპულია სლოვენიის კომერციული ტელევიზიის დირექტორი 54 წლის ბოშტიან რიგლერი. რიგლერების ოჯახი დასასვენებლად იტალიაში იმყოფებოდა.