„იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, სანამ „ნაციონალები“ პოლიტიკურ ველზე არიან“ – მინისტრი წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი პოლიტიკიდან წასვლას მანამ არ აპირებს, სანამ ამ ველზე „ნაციონალური მოძრაობა“ იარსებებს.

„ნაციონალური მოძრაობის“, რაც არ უნდა ძალიან მწვავე ოპონენტი ვიყო, იქამდე არ ვაპირებ პოლიტიკიდან წასვლას, ვიდრე ისინი პოლიტიკურ ველზე, ამა თუ იმ ფორმით არიან. ამის მიუხედავად, შემიძლია, ხმამაღლა ვთქვა, ამ „ზეროებისგან განსხვავებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კიდევ რაღაც პოლიტიკური რესურსი აქვს. შესაბამისად, არ არის გასაკვირი, რომ ეს „ზეროების გაერთიანება ევედრება „ნაციონალურ მოძრაობას“, შეგვიერთეთო“ – აცხადებს მინისტრი წულუკიანი.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის გაერთიანების იდეა ვერ შედგება და ეს თემა არც არავისთვისაა საინტერესო.

„მეორე ალოგიკურობას ვაწყდებით, რომ ეს ყველა (ოპოზიცია) იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილი, რაღას გამოეყვნენ, თუ ისევ მათთან ყოფნა უნდოდათ. შესაბამისად, ეს ანალიზი, დისკუსია, რას და რატომ აკეთებენ, პრინციპში, არ არის არც პოლიტიკურად და არც პოლიტოლოგიურად საინტერესო“, – განაცხადა მინისტრმა წულუკიანმა.

 

მსგავსი თემები