„ტვიტერი“ ტყუილებს ავრცელებს – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი სოციალურ ქსელ „ტვიტერს“ ტყუილების პროპაგანდაში ამხელს. მისი თქმით, ამ ქსელის საშუალებით, სიმართლე სასწორზეა.

„ტვიტერი“ მთელ მსოფლიოში ტყუილებს ავრცელებს. ილონ მასკი გამოვიდა და ყიდულობს კომპანიას, რომელიც გზავნის – რომელიც აფრქვევს ტყუილებს მთელ მსოფლიოში. ამერიკაში არ არიან რედაქტორები. რა მოლოდინი გვაქვს, რომ ბავშვები შეძლებენ გაიგონ, რა არის სასწორზე?“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

ილონ მასკი კი პირობას დებს, რომ სიტყვის თავისუფლებას აღადგენს.

 

მსგავსი თემები