„პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია ადამიანები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში გაჭირვების გამო“ – მალგოჟატა გოშევსკა

საქართველოში მყოფი პოლონეთის სეიმის თავმჯდომარის მოადგილე მალგოჟატა გოშევსკა აცხადებს, რომ საქართველოს მოსახლეობა გარბის ქვეყნიდან და მიდის პოლონეთში. მისივე თქმით, ეს იმიტომ ხდება, რომ აქ სოციალური სიდუხჭირეა.

„საკმაოდ დიდ ყურადღებას ვაქცევ საშუალო დონის ადამიანის ცხოვრებას და მდგომარეობას საქართველოში, როგორ გამოიყურება მისი ცხოვრება. მინდა გითხრათ, რომ ეს არ არის საუკეთესო მდგომარეობა. პოლონეთში ჩემი პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, თავდაპირველად ორიენტირებული იყო ზუსტად იმაზე, რომ გადაეჭრა სოციალური პრობლემები, გაეტარებინა კონკრეტული სოციალური პროგრამები და ამას საქართველოს ხელისუფლების მაგალითზე, სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ, ეს აქ არ ჩანს და ამაზე თუნდაც ისიც მოწმობს, რომ  პოლონეთის საელჩოსა და საკონსულოსთან გაუთავებელი რიგებია. ადამიანები ცდილობენ წავიდნენ პოლონეთში და ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ვთქვათ, პოლონეთი უყვართ და იქ უნდათ ყოფნა, არამედ სოციალური გაჭირვების გამო. რიგებია, რასაც ვაკვირდებით“, – განაცხადა მალგოჟატა გოშევსკამ მედიასთან, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ.

 

 

მსგავსი თემები